Tag Archives: neon yellow

Somewhere

11 Jun

Photo:InaChka; Leopars Shoes Photo:Irinka(Fefinio)

Style,Clothes:Irinka(Fefinio) and My WordRobe.


Be Creative!!

11 Jun

Photo: Irinka(Fefinio), Nikon and My Tripod

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe


New, Empty Diary

8 Jun

მეგობრები იმიტომ არსებობენ, რომ საჭირო დრო მონახონ, აგაწევინონ უკანალი, როდესაც რბილად ხარ მორგებული სახლში და არც კი გაქვს გეგმაში და ხასიათში სადმე გასვლა.

ზუსტად ასე დაუნდობლად მომექცა ინა, როდესაც დამირეკა და თითქმის მბრძანებლური ტონით-მითხრა, რომ გავსულიყავი გარეთ…არც ვინანე, პირიქით მისი მადლობელი ვარ, რომ ახალი…ფურცელი-ბანალური ნათქვამი იქნება…სულ ახალი წიგნაკი  ძალიან ხალისიანი დღით დავიწყე.

საღამომ სტარტი ზოოპარკთან აიღო, სულ სამნი: მე, ინა და მარიამი ვიყავით…მარიამმა გიდობა ითავა და ყველა გალია შემოგვატარა, ფოტოების ჩხაკუნიც არ დაგვიწყებია, გაგვიმართლა და კუდგაშლილ ფარშევანგებსაც მივუსწარით, სირაქლემას ცეკვასაც ვუყურეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, მეტად არამომხიბვლელი იყო, საინტერესოა, როგორ ებმებიან ასეთ ანკესს სირაქლემა გოგოშკები 😀

ცხოველ-ფრინველ-ქვეწარმავალ-ზღვის ბინადართა თვალიერებით, ბევრი ახალი აზრი მოვიდა ისევ და ისევ სამოსთან დაკავშირებით…არა, არა! არ იფიქროთ მათი გატყავება მომინდა! პირიქით,მასეთი რამეების წინააღმდეგი ვარ, მირჩევნია ჩამნაცვლებელი მეცვას ცხოველური პრინტით…უბრალოდ ძალიან ლამაზი ფომა-ფერი ჰქონდა ზოგიერთ მათგანს და ვიფიქრე,ალბათ ბევრ დიზაინერის შთაგონების  წყაროცაა მათი სილამაზის ხილვა…მე forever21 ელასტიკი და ფეხსაცმელი მეცვა და მისივე კულონი-ფოტოკამერა, Cache-cache-ს ნეონ-ყვითელი მაისური,ლეოპარდის პრინტით თავზე შემოხვეული შარფი და ადრე ნაყიდი ჩანთა-ამოქარგული ყვავილით,რომელიც ძალიან პრაქტიკულია ბოდიალისას 🙂

ზოოპარკში რომ გალია აღარ დარჩა უნახავი და ორჯერადი გემზე კატაობის შემდეგ, გზას გავუდექით ჩილიმ ბარისაკენ, მაგრამ სანამ გადავწყვეტდით სად მივსულიყავით, ძალიან ბევრი ვიარეთ-ქვეყანა შემოვიარეთ 😀

დაღლილები Wheels-ში ვიყავით, ცოტა რომ ამოგვესუნთქა, სადაც დამაპურეს 😀

ჩილიმობისას შოთიკოც შემოგვიერთდა და ჩილიმ ბარიდან ოთხი ბილიარდის უცოდინარი-საბილიარდოში წავედით, იქაც ფეხით- ძაალიან მაგარი იყო…ბილიარდის ბურთებიც ვაგორავეთ პროფესიონალუური სახეებით,ბევრი ვიხალისეთ…

ამ პოსტით არა მარტო დღევანდელი დღის შესახებ მინდოდა  მოყოლა, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენს ნიშნავს ცალკეული, ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი, მე კიდევ ჯანდაბების გამო გადავიკარგები ხოლმე,ან ვერ ვამჩნევ.მივხვდი, რომ მშვიდად ვარ და დავუბრუნდი ჩემს თავს, ვიცი, რომ ბევრის იმედი მაქვს და ყველას მადლობა 🙂

ასევე, ერთ კარგ ადამიანს მინდა პატარა”персик”ის დაბადება მივულოცო: ტატა! მთელი გულით გილოცავ და გისურვებ უპრობლემო ცხოვრებას, შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად !

ეს კი ჩემი დღის ფრაგმენტები:

ფოტოები: ირინკა(fefinio)

ინაჩკა

შოთიკო(საბილიარდოს რამოდენიმე pic.)

Neon Colours

3 Jun

გაზაფხული-ზაფხულმა შეცვალა და კიდევ უფრო გამიმძაფრდა შეგრძნება, გარშემო და ჩემს თავზე, უფრო ნათელი და კაშკაშა ფერები ვიხილო…ნათელი და კაშკაშა?! ეს კიდევ მსუბუქად ნათქვამია იმასთან შედარებით,რასაც ნეონური ფერები მოიცავენ!!!

შეყვარებული ვარ ამ ფერებზე!! იმდენად მომწონს, რომ ნეონურ მანიაკად ვიქეცი.ნეონური(neon) მწვანე, მკვახე(acid) ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი…უმაგრესია!!!თვალს იტაცებს და იპყრობს.

Christian Louboutin-საც არ დავიწყებია ახალ კოლექციაში ამ ფერის შეტანა,მხოლოდ მან შემოდგომა-ზამთრის სეზონზეც გაახანგრძლივა მათი აქტუალურობა:

თუ გინდათ რომ ქუჩაში ან წვეულებაზე ყველას დაანახოთ თქვენი სამოსი ან საკუთარი თავი, ეს ისაა რასაც თქვენ ეძებდით!!!ჩანთები, ფეხსაცმელი, მაისურები, კაბები, ქამრები და ათასი რამ…

შეგიძლიათ შეუფეროთ სადას, ხაკის(khaki),ხორცისფერს (nude) სამოსს ან ჭრელ სამოსში გამოიყენოთ.

თუ ფიქრობთ, რომ მწვანე და ყვითელი სახეზე ცუდად აირეკლება და გამწვანებთ, მაშინ სცადეთ ვარდისფერი და ნარინჯისფერი ან თუნდაც იისფერი.

ასევე შეგიძლიათ თქვენს ძირიძად სამოსში გამოიყენოთ მცირე აქცენტები, ქამრის , ჩანთის, ყელსაბამის, თუნდაც პრინტის სახით.

მე კი ერთი cache-cache-ს მაისური მაქვს ნეონური-ყვითელი და ასევე ნეონური ყვითელი პრინტით კიდევ ორი, ერთი ყვითელი ფეხსაცმელიც…მაგრამ არ მაკმაყოფილებს და ჩემს უკიდეგანო wishlist-ს ფსფორისფერ ჩანთას, ქამარს და ფეხსაცმელს ვამატებ, დიდი ხანია ფრჩხილის ლაქის შეკვრაც მაქვს, იმედია, ზაფხულის გასვლამდე, რეალობად იქცევა 🙂

შესაძლებლობა უამრავია, მთავარია ზაფხულით ისიამოვნოთ და თქვენი მხიარული ფერებით გარშემომყოფები!!