Tag Archives: PR

PR. School

30 May

20110530-063324.jpg

 

20110530-063349.jpg

20110530-063407.jpg

20110530-065130.jpg

One Day, One Story

25 May

დავიწყე პოსტი დაბადების დღეზე და ისეთი დაღლილი ვიყავი ემოციურადაც და ფიზიკურადაც, რომ მხოლოდ ფოტოებით  და ერთი წინადადებით შემოვიფარგლე 🙂 ეხლა გიამბობთ ჩემს ოქროს დაბადების დღეზე სრულად…

ჩემი დაბადების დღე, ანუ 23 მაისი, 12 საათიდანვე სასიამოვნოდ დაიწყო, 12 საათს ჩემს დებთან და დედასთან skype-თი ვიდეოკონფერენციით შევხვდი, რასაც ორივე მხრიდან სმა მოჰყვა, ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო, როდესაც ვიდეოთვალს შევსებულ ჭიქებს “ვიჭახუნებდით” ამას თან ერთვოდა პარალელური რეჟიმით თემოსთან საუბარი და ტელეფონით მილოცვები, ასევე facebook-ოც არ სდუმდა 🙂 მოკლედ უკვე კარგად შეზარხოშებულს პირდაპირ თვალის მოხუჭვა დამჭირდა, რადგან ვიწექი და ისე ვქეიფობდი 😀 ძალიან მაგარია, მთვრალს სულ არ გჭირდება ბევრი ბოდიალი.

გაღვიძებისთანავე დავიწყე რეკვა ჰეარ ჰაუსში(ამ სილამაზის სალონისშესახებ ბევრი მსმენია taa.ge-დან და sweet.ge-დან),რომლის შესახებაც ცალკე პოსტი მინდა დავწერო, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ძაან საყვარელი გოგოები არიან 🙂 სალონში ხანგრძლივი დროის დაყოფის შემდეგ, დადგა დრო საჩუქრების მეორე ეტაპისა, ფოტოებში ნახავთ მანქანაში დაწყობილ საჩუქრებს, რა თქმა უნდა, ყველა ჩემია 😀 ერთ-ერთ მათგანში ჩემი ნანატრი Christian Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელია, მეორეში კი არანაკლებ სასურველი სამფეხა, ეხლა საშუალება მექნება ყოველი ჩემი “პრიკიდი” გადავიღო და არ ვიწვალო 🙂 ყვავილები?! როგორი სურნელი ჰქონდა, ვინც იცით რომ გერბერი მიყვარს, ისიც იცოდეთ, რომ მათი მოტანის მცდელობა იყო, მხოლოდ ეხლა გერბერის დრო არ ყოფილა 😀

მოკლედ ზღვა ემოციის შემდეგ, რომელიც გამოვხატე და ვერ გამოვხატე, “შემოლამაზებული” ვარცხნილობით სახლში ავცუნცულდი გამოსაპრანჭად, Lou. ვერ გავიმეტე, თან სამოსი მჭირდება, განსაკუთრებულს ხომ განსაკუთრებული სამოსი უნდა, სამაგიეროდ არჩაცმული ე.წ. Plum ჩავიცვი და ვარდისფერი კაბა, რომლებიც ძალიან შეეფერენ ერთმანეთს 🙂

რაც შეეხება Lou-ს, მას წინ მთელი ისტორია უძღვის:იმ დროს როდესაც თემომ იგი ჩემთვის შეუკვეთა და გულმა ვერ გაუძლო, მაინც გამიმხილა საიდუმლო,სიხარულისაგან მოსასულიერებელი ვიგებ რომ ზომა 36-ია, რომელიც  დიდი უნდა მქონოდა,მთელი ჩემი პანიკისა და ისტერიკების შემდეგ, მატყობინებს, რომ ფეხსაცმელი გადაცვლილია და ველი 35, ამ ზომას ნამდვილად ველი, მაგრამ არა გაცვლილს, არამედ მეორეს, აღმოჩნდა, გადაცვლის შანსი არ ყოფილა და თემომ მეორე შეუკვეთა, ასე რომ ორი Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელი მექნება მხოლოდ სხვადასხვა ზომის, რომელიც ასევე დაბადების დღეს გავიგე.

წავედით PR. სკოლაში: შესვლისას ძალიან დადებითი ემოცია შემხვდა, არ ვიცი მე ვიყავი ასეთ განწყობაზე თუ ასე შემხვდენენ, ძალიან მესიამოვნა, ანანოს(ჯგუფელი PR.სკოლაში)დიდი მადლობა, რომ facebook-ის გვერდზე დაპოსტა ჩემი დაბადების დღის შესახებ, შეიძლება განსაკუთრებული ბეევრისათვის არაფერი მომხდარა, მაგრამ ყურადღებაა, თან მე ხომ ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპლიმენტები 😀 ასე რომ არც ერთი დამაკლდა და არც მეორე 😀 საჩუქარიც კი მივიღე, ზარაფხანას უსაყვარლესი ბალერინა ქანდაკება და თაიგული, მოკლედ რომ ვთქვა ჭკუაზე არ ვიყავი, თან თმები?! აი თმებზე თუ მეტყვიან კარგიაო, ამას არასოდეს ვივიწყებ, მე კი ძალიან ბევრი ასეთი შინაარსის წინადადება მოვისმინე, ლექციაზე ალბათ პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ ძალიან საინტერესო იყო, მედია-მენეჯმენტი, რომელსაც ზვიად ქორიძე კითხუობს 🙂

ეხლა კი საღამოს დასკვნით ეტაპზე გადავდივარ, ვახშამი ორისათვის, რესტორან Belle Ville-ში, ულამაზესი და უმყუდროვესი ადგილი, ქიაჩელის 26-ში, ალბათ ორშაბათი დღის გამო სულ ცარიელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს 🙂 სპაგეტი, ქათმის სალათი, სტეიკი, ჭიქა წითელ ღვინოსთან; დამღლელი, ემოციური დღის შემდეგ ზუსტად ის იყო რაც გვინდოდა. უკვე 12-ის ნახევარზე, მოვინდომე, სანთლის ჩაქრობა, ჩემი საყვარელი რიტუალია დაბადების დღისას.ამისათვის უახლოესი Goodwill-ი აღმოჩნდა,პაწაწა ნამცხვარუკა ვიყიდეთ და დაბადების დღის სანთლის არქონის გამო ნამცხვრისხელა ჩვეულებრივი, ფერადი სანთელი ვიყიდეთ,თან ვნერვიულობდი ვერ მოვასწრებთ-მეთქი, მაგრამ სანთელი 12:55 წუთზე ჩავაქრე 😀 თან სურვილიც ჩავიფიქრე და ამით გავაცილე ჩემი დაუვიწყარი დღე 🙂

დიალოგი “მე”-სთან

20 May

-თავი მტკივა…თუ სკეპტიციზმმა შემომიტია ისევ?!

-რატომ? რატომ!

-ალბათ სკეპტიციზმმა,საიდან დაიწყო? სამსახურში ვიყავი-ნუ გასაგებია! იქიდან PR-ზე წავედი…

-ტაპი რა საყვარელია არა?!

-კი საყვარელია მართლა, სულ უნდა, რომ ისე შეგისწოროს,  არ გეწყინოს თან გასწავლის, თან გესმის…ტაპი რა შუაშია?! სკეპტიციზმი მეთქი, თავი მეთქი..PR-ზე ვიყავი…იქაც მომაგნეს კოშმარებმა, დღის კოშმარებმა…ჩემმა პრობლემებმა, ოხ ეს ადამიანები,დაბოღმილი-აგრესიომანები…როდის უნდა ვისწავლო?

-ხო, ხო! არ გეუბნებოდი ყურადღება არ მიაქციო, ზოგადად უამრავია ასეთი და ცხოვრებაში გაგიჭირდება თუ ყოველი ადამიანის არაადამიანურ საქციელს მიაქციე ყურადღება. თავს მიქნევდი, რამოდენიმე ხანი დამიჯერე, ითვალისწინებდი…ეხლა რა მოგივიდა? ისევ გჭირდება კარგი ლექცია ჩემგან…

-მორჩი, ეგ ყველაფერი გადასარევად მახსოვს და დიდ ნაწილს ვეთანხმები, მაგრამ ეგ უკვე არაადამიანურ საქციელად აღარ მიიჩნევა, ეს უკვე ადამიანური გახდა, სხვის დამცირება, უპატივცემულობა, საკუთარი “მე”-ს გაღმერთება.

-მერე გააღმერთე შენც, ვინ გიშლის და შენც მათნაირი “მუტანტი” იქნები ეს კითხვები კი აღარ დაგებადება და თავის ტკივილიც მოგეხსნება 😀

-სასაცილოდ გაქვს საქმე? ან შენ ან მე? არ მინდა მათნაირობა, სხვა გზაც ხომ არსებობს…რატომ! რატომ ვერ ვპოულობ? შენ-მე მაინც არ იყო და მე-შენ?!არ იცოდე მაინც რეალობა …თავი მტკივა…ფუ, ხასიათი სულ გამიფუჭდა…აი ტაპი, ხომ კარგია, სათნო, სამ დღეში ყველას შეაყვარა თავი, მას ეტყობა, რომ სულ მასეთია და გაუძლო, ნეტა როგორ უძლებს, ხომ უამრავი ასეთი “მუტანტი” ხვდება?!

-ხომ ხედავ თავად გაეცი კითხვას პასუხი, ხომ გაუძლო?!, ე.ი. შეუძლებელი არაფერია,ერთხელ გახსოვს გითხრეს: “რაც არ გკლავს-გაძლიერებს”-ვიცი, რომ არასოდეს დაგავიწყდება ეს რჩევა. სავსე-ცარიელი ჭიქის პრინციპი ხომ გაგიგია?! სავსე მხრიდან უნდა უყურო,ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ისიც უნდა იცოდე , რომ ნახევარი აკლია და ნახევარიც დაგრჩა :)კარგია, რომ ადამიანებს “მუტანტებისაგან”არჩევ, ე.ი. იცი როგორი არ! უნდა იყო! მე ისიც ვიცი, რომ ჩანთაში შოკოლადი გაქვს…მაქვს?…გვაქვს?! 😀 ცოტა გამოგიკეთდება ხასიათ…მეც მაჭამე რაა!!

– 🙂  ვიცოდი რომ საბოლოოოდ განწირული არ ვიყავი, მაგრამ რატომ? რატომ?

-ოჰ 😉 კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი, ორი დღე და დაბადების დღე!! თან ოქროსი 🙂 იქიდან დავითვალოთ ოქროს წარმატებები 🙂

-ჰმ!! შენსას არ იშლი 🙂 შენ რომ არ იყო რა მუდო ვიქნებოდი!!

Smile for health :)

5 Apr

რამ შაეიძლება მოგიყვანოთ განწყობაზე?

ნებსმიერი წვრილმანი, რაც ხელს უწყობს საკუთარი სურვილების ასრულებას განწყობაზე საოცრად მოქმედებს…

მე კი დღეს ზუსტად ასეთი დღე მქონდა…

პირველი რაც სასარგებლო, სასიამოვნო და შედარებით უფრო მნიშვნელოვანია- სწავლაა, ყველასთვის როდია სწავლა სასიამოვნო და ბედნიერებისმომგვრელი, მაგრამ როგორც კი იგი არასავალდებულო ხდება, მაშინვე გიჩნდება მისი დანაკლისის გრძნობა, მომენატრა აუდიტორიაში ჯდომა, გვერდით ჯგუფელები, დავალებები…მართალია ბეჯითი მოსწავლე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა ახლის გაგება…PR სკოლაც(PR school) ერთ-ერთი მათგანია…მით უმეტეს დღევანდელობაში  PR მეტად მოთხოვნადი და აქტიური საქმიანობაა. იგი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტშია, სამთვიანი საკმაოდ საინტერესო, გასართობი პროგრამა და მეტად წონადი სერთიფიკატი. მოუთმენლად ველი 29 აპრილის დადგომას, თან ცოტას ვნერვიულობ, როგორც ყოველთვის, ზედმეტს ხომ არ მოველი მისგან?! ამას უკვე სწავლის დასრულების შემდეგ გაგანდობთ.

მეორე ფაქტორი განწყობისა, სიახლეა, რომელიც ყოველთვის აბედნიერებს ჩემს და საერთოდ ქალის გულს..ახალი ჩანთა, საოცრად ლამაზი და როგორ ვთქვა, ულამაზესი, რომელიც დანახვისთანავე გაჯადოვებს, იგი “შრეკის კატისეული” თვალების შემდეგ მალევე გახდა საჩუქარი,ჩემი სურვილებისადმი მეტად გულჩვილი ადამიანისაგან 😀

განწყობის შესაქმნელად ყოველთვის არსებობს ხერხი, თუნდაც უმნიშვნელო ბევრისათვის, მაგრამ მნიშვნელოვანი შენთვის, თუ გვერდით ისეთი ვინმე გყავს ვინც ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაგიჭერს, “Happy meal” ,Mcdonald’s-ისაგან :D, როდესაც ორი მოზრდილი ადამიანი მენიუს უკვეთავს სათამაშოთი, ყოველთვის აძლევს სიცილის და კარგი განწყობის საბაბს, ამიტომ ყველა ჩემს მკითხველს ვურჩევ არ შეეშინდეს და  არ მოერიდოს რაიმე ბავშვური საქციელის ჩადენა, რადგან ამ შემთხვევაში, ყოველთვის გეძლევათ სიცილის საშუალება… სიცილი კი როგორც ცნობილია სასარგებლოა და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.