Tag Archives: Red Cafe

Red Cafe

1 Jul

დომენის რეგისტრაციას და მანქანის გარეცხვას შორის , ერთ ძალიან საყვარელ კაფეში მოვხვდით,იგი კავკასუს ონლინის მახლობლადაა, ვაჟა ფშაველას #71,დაინერის ტიპის კაფე,ძალიან მარტივი და სასიამოვნო ინტერიერი, წითელ-თეთრ ფერში გადაწყვეტილი, ყველაზე ძალიან კედლებზე მიწერილი ფრაზები მომეწონა:”დღევანდელი სალათი ჯობია ხვალინდელ დიეტას”, “დილით კარგი საუზმე 100სადილს სჯობია” და მისთანები, ძალიან ზრდილობიანი და ღიმილიანი მომსახურეობა…ისეტი საყვარელი ადგილია რომ კარგ ხასიათზე მოვედი 🙂 მართლა განწყობის ადგილია.
აქ არ ეწევიან, ბოლო პერიოდში ასეთ ტენდენციას მეორედ შევხვდი, მაპატიონ მწეველებმა, მაგრამ ვფიქრობ ეს ისევ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა 🙂
ასე რომ თუ ვაჟაზე მოხვდით და არ იცით სად წახვიდეთ,ან თავისუფალი დრო ხელთ გაქვთ, შეგიძლიათ აქ კარგი განწყობა შეიქმნათ…
ჩემს შაქრის კოლექციას ერთიც შევმატე 🙂

P.S. Wi-Fi-ც არის, ამიტომაც მობილურად ვტვითავ ჩემს ემოციებს ისე, რომ არაფერი იკარგება, აი, თურმე რა კარგი ყოფილა დაწესებულებებში Wi-Fi 😀 🙂

რაც შეეხება დომენს, უცებ გახარებთ ამბავს, მალე fefe.ge-ზე გადავბარგდები და დავასვენებ ჩემს მესაკუთრეობრივ პიროვნებას, როდესაც მეცოდინება, რომ ჩემს სამყაროში შევდივარ, სულ სხვანაირი გრძნობა მექნება, რა კარგიაა (happy) 🙂 🙂

20110701-054245.jpg

20110701-054254.jpg

Continue reading

Advertisements