Tag Archives: taa.ge

One Day, One Story

25 May

დავიწყე პოსტი დაბადების დღეზე და ისეთი დაღლილი ვიყავი ემოციურადაც და ფიზიკურადაც, რომ მხოლოდ ფოტოებით  და ერთი წინადადებით შემოვიფარგლე 🙂 ეხლა გიამბობთ ჩემს ოქროს დაბადების დღეზე სრულად…

ჩემი დაბადების დღე, ანუ 23 მაისი, 12 საათიდანვე სასიამოვნოდ დაიწყო, 12 საათს ჩემს დებთან და დედასთან skype-თი ვიდეოკონფერენციით შევხვდი, რასაც ორივე მხრიდან სმა მოჰყვა, ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო, როდესაც ვიდეოთვალს შევსებულ ჭიქებს “ვიჭახუნებდით” ამას თან ერთვოდა პარალელური რეჟიმით თემოსთან საუბარი და ტელეფონით მილოცვები, ასევე facebook-ოც არ სდუმდა 🙂 მოკლედ უკვე კარგად შეზარხოშებულს პირდაპირ თვალის მოხუჭვა დამჭირდა, რადგან ვიწექი და ისე ვქეიფობდი 😀 ძალიან მაგარია, მთვრალს სულ არ გჭირდება ბევრი ბოდიალი.

გაღვიძებისთანავე დავიწყე რეკვა ჰეარ ჰაუსში(ამ სილამაზის სალონისშესახებ ბევრი მსმენია taa.ge-დან და sweet.ge-დან),რომლის შესახებაც ცალკე პოსტი მინდა დავწერო, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ძაან საყვარელი გოგოები არიან 🙂 სალონში ხანგრძლივი დროის დაყოფის შემდეგ, დადგა დრო საჩუქრების მეორე ეტაპისა, ფოტოებში ნახავთ მანქანაში დაწყობილ საჩუქრებს, რა თქმა უნდა, ყველა ჩემია 😀 ერთ-ერთ მათგანში ჩემი ნანატრი Christian Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელია, მეორეში კი არანაკლებ სასურველი სამფეხა, ეხლა საშუალება მექნება ყოველი ჩემი “პრიკიდი” გადავიღო და არ ვიწვალო 🙂 ყვავილები?! როგორი სურნელი ჰქონდა, ვინც იცით რომ გერბერი მიყვარს, ისიც იცოდეთ, რომ მათი მოტანის მცდელობა იყო, მხოლოდ ეხლა გერბერის დრო არ ყოფილა 😀

მოკლედ ზღვა ემოციის შემდეგ, რომელიც გამოვხატე და ვერ გამოვხატე, “შემოლამაზებული” ვარცხნილობით სახლში ავცუნცულდი გამოსაპრანჭად, Lou. ვერ გავიმეტე, თან სამოსი მჭირდება, განსაკუთრებულს ხომ განსაკუთრებული სამოსი უნდა, სამაგიეროდ არჩაცმული ე.წ. Plum ჩავიცვი და ვარდისფერი კაბა, რომლებიც ძალიან შეეფერენ ერთმანეთს 🙂

რაც შეეხება Lou-ს, მას წინ მთელი ისტორია უძღვის:იმ დროს როდესაც თემომ იგი ჩემთვის შეუკვეთა და გულმა ვერ გაუძლო, მაინც გამიმხილა საიდუმლო,სიხარულისაგან მოსასულიერებელი ვიგებ რომ ზომა 36-ია, რომელიც  დიდი უნდა მქონოდა,მთელი ჩემი პანიკისა და ისტერიკების შემდეგ, მატყობინებს, რომ ფეხსაცმელი გადაცვლილია და ველი 35, ამ ზომას ნამდვილად ველი, მაგრამ არა გაცვლილს, არამედ მეორეს, აღმოჩნდა, გადაცვლის შანსი არ ყოფილა და თემომ მეორე შეუკვეთა, ასე რომ ორი Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელი მექნება მხოლოდ სხვადასხვა ზომის, რომელიც ასევე დაბადების დღეს გავიგე.

წავედით PR. სკოლაში: შესვლისას ძალიან დადებითი ემოცია შემხვდა, არ ვიცი მე ვიყავი ასეთ განწყობაზე თუ ასე შემხვდენენ, ძალიან მესიამოვნა, ანანოს(ჯგუფელი PR.სკოლაში)დიდი მადლობა, რომ facebook-ის გვერდზე დაპოსტა ჩემი დაბადების დღის შესახებ, შეიძლება განსაკუთრებული ბეევრისათვის არაფერი მომხდარა, მაგრამ ყურადღებაა, თან მე ხომ ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპლიმენტები 😀 ასე რომ არც ერთი დამაკლდა და არც მეორე 😀 საჩუქარიც კი მივიღე, ზარაფხანას უსაყვარლესი ბალერინა ქანდაკება და თაიგული, მოკლედ რომ ვთქვა ჭკუაზე არ ვიყავი, თან თმები?! აი თმებზე თუ მეტყვიან კარგიაო, ამას არასოდეს ვივიწყებ, მე კი ძალიან ბევრი ასეთი შინაარსის წინადადება მოვისმინე, ლექციაზე ალბათ პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ ძალიან საინტერესო იყო, მედია-მენეჯმენტი, რომელსაც ზვიად ქორიძე კითხუობს 🙂

ეხლა კი საღამოს დასკვნით ეტაპზე გადავდივარ, ვახშამი ორისათვის, რესტორან Belle Ville-ში, ულამაზესი და უმყუდროვესი ადგილი, ქიაჩელის 26-ში, ალბათ ორშაბათი დღის გამო სულ ცარიელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს 🙂 სპაგეტი, ქათმის სალათი, სტეიკი, ჭიქა წითელ ღვინოსთან; დამღლელი, ემოციური დღის შემდეგ ზუსტად ის იყო რაც გვინდოდა. უკვე 12-ის ნახევარზე, მოვინდომე, სანთლის ჩაქრობა, ჩემი საყვარელი რიტუალია დაბადების დღისას.ამისათვის უახლოესი Goodwill-ი აღმოჩნდა,პაწაწა ნამცხვარუკა ვიყიდეთ და დაბადების დღის სანთლის არქონის გამო ნამცხვრისხელა ჩვეულებრივი, ფერადი სანთელი ვიყიდეთ,თან ვნერვიულობდი ვერ მოვასწრებთ-მეთქი, მაგრამ სანთელი 12:55 წუთზე ჩავაქრე 😀 თან სურვილიც ჩავიფიქრე და ამით გავაცილე ჩემი დაუვიწყარი დღე 🙂

Advertisements

“ფეშენ უიქი” მე და Fefe

7 May

ჩემს პოსტებს რომ გადავხედე შესავლის გარეშე ვწყებ ხოლმე თურმე და გადავწყვიტე ასე დამეწყო:

შესავალი…. 😀

მაინც არ გამომდის და პირდაპირ მოყოლას დავიწყებ.სამსახურიდან გაოგნებული წამოვედი, მიზეზს ბოლოს ვიტყვი თან ინტრიგა თან გემრიელი ლუკმაო, ხომ  გაგიგიათ? შერატონში მისული პირდაპირ იმ ადგილიშაკენ გავქანდი სადაც სამკაულების გამოფენა იყო. ისეთი ლამაზი რამეები ვნახე გადავირიე. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესი სტენდი თამარ კიკალეიშვლის, “TAMARI jewelery & Accessories” აღმოჩნდა, სადაც ელვებით ულამაზესი გულსაბნევები, ყელსაბამები, სამაჯურები ჰქონდა გამოფენილი, ისე მიმზიდველად გამოიყურება, თან მე პირადად მასიური, უხეში და “სტრანნი ტიპები” ძალიან მიყვარს ამიტომ სურვილი გამიჩნდა ერთის მფლობელი მაინც გავხდე.

თამარის კოლექციიდან არა, მაგრამ ნუცა ლომიძის ერთ-ერთი გულსაბნევი-თოჯინა წამოვიყვანე.ისეთი ლამაზი და საყვარელია, პირდაპირ შემაყვარა თავი, რაღაცნაირი მოწყენილია, მაგრამ ამავდროულად მეტიჩარა,მაქმანებიანი კაბა აცვია,მას Fefe დავარქვი და გადავწყვიტე ჩემი ბლოგის სახედ გავხადო 😀

…და ჩემთვის თვალში მოსახვედრი და გამორჩეული აქსესუარები

მაია მირზიაშვილი(Maia MirziaSvili)

სოფი ეცადაშვილი(Sofi Etsadashvili)მინანქრით შექმნილი სილამაზე:

Shoesofrenia(შუზოფრენია)

თამუნა ლეჟავა(Tamuna Lezhava) ბისერით გაკეთებული ულამაზესი ყელსაბამები

გამოფენაზე სეირნობას რომ მოვრჩი დავიწყე სტუმრების სამოსის თვალიერება, საინტერესოს თუ შევნიშნავდი ფოტოებს ვუღებდი. ძირითადად როგორც პირველი დღის პოსტში აღვნიშნე ლეოპარდის პრინტი ჭარბობდა, ეხლაც იგივე განმეორდა, თან მათმა რაოდენობამ იმატა.ასევე ყვავილები. რამოდენიმე საინტერესოდ ჩაცმულ ადამიანსაც მოვკარი თვალი. ერთმა ფერადი და საკმაოდ მხიარული ჩაცმულობით მიიპყრო ყურადღება ხოლო მეორე ჩაცმულობით დაიან პერნეს მაგონებდა, (დაიან პერნე(Dian Pernet)-ჟურნალისტი, ბლოგერი, ფოტოგრაფი, დიზაინერი და გამოფენების ორგანიზატორი).უამრავი ლამაზ-ლამაზი კაბა და ფეხსაცმელი, რა გასაკვირია და ძირითადად Pump-ები იყო.

დარბაზში შევედი, ჩვენება დაგვინებით დაიწყო, მესამე დღე “Tamanini“-მ გახსნა, ძალიან ფერადი და საყვარელი კოლექციით, იყო როგორც კაბები სხვადასხვა სიგრძის, ასევე შარვლები და jumpsuit კოჭის ზემოთ სიგრძის,კლეჩატი პიჯაკები.სამოსი ფისოებიანი, თევზებიანი და ნახატი ღამის ქალაქის პრინტებით…ნახატი შავი ფისოები, ჩემი ფავორიტები არიან და კოლექციაც ერთ-ერთი სასურველი და საყვარელი გახდა ჩემთვის. ასევე ფერების შეხაება ისეთი ლამაზი იყო, შემოდგომის წვიმიანი ამინდები თუ განწყობას გიფუჭებთ, აუცილებლად მოგიყვანთ ხასიათზე.მწვანე, ყვითელი, აგურისფერი, “ელეკტრიკი”სტაფილოსფერი.ფეხსაცმელი ძირითადად დაბალ ძირზე.

ჩვენების მერე მეტი რა საქმეა თუ სხვები არ ათვალიერე,განვაგრძე ჩემი საქმიანობა და უცებ თაა მორჩილაძე დავინახე,ვინც კითხულობს taa.ge-ს კარგად ეცოდინება იგი ვინცაა, იგი თბილისში საკმაოდ ცნობილი ბლოგერია, მეც მისი აქტიური მკითხველი ვარ.მისვლა მომერიდა და მოგვიანებით კომენტარად დავუპოსტე, რაზეც დიდი საყვედური მივიღე რომ არ გავეცანი.სამაგიეროდ ფოტოები გადავუღე.

მეორე ჩვენება ტენტში გაიმართა, სადაც წინასწარ 3D სათვალე დაგვირიგეს, თამუნა ბოჩიკაშვილის კოლექცია გეომეტრიული ფიგურებით,ასიმეტრიული და “ბასრი” კუთხეებით გამოირჩეოდა, თავი ფილმები რომაა მომავალზე, რაღაცნაირი სხვანაირი სამოსით იქ მეგონა, სამოსი ერთმანეთისაგან არ გამოირჩეოდა, ფორმები იყო ოდნავ შეცვლილი, თუმცა მისი ერთფეროვნება მაშინვე გავიწყდებოდა, როგორც კი სათვალეს გაიკეთებდი,ფიგურები რაც ზედ ჰქონდა დატანილი სამგანზომილებიანი ხდებოდა,საოცრად ლამაზი სანახაობა იყო.სამწუხაროდ iPod-ი უკვე დამჯდარი მქონდა, ვიდეოც რომ გადამეღო.:(

თუ წინა ჩვენებამ მომავალში მაფრინა, მანანა ანთელიძემ ყველა მე-20-ე საუკუნის 20-იან წლწბში დაგვაბრუნა,მოგზაურობა საკმაოდ ლამაზი იყო,რამოდენიმე კაბის ფერი მომეწონა, მსუბუქი აბრეშუმის და ქაშმირის ნაჭრებით.ვერ ვიტყვი გადავირიე და ჭკუიდან გადავიწიე მეთქი, მაგრამ ორ ლამაზ კოქტეილის კაბას ჩავიცვამდი სიამოვნებით.

მეოთხე ჩვენებაზე კი, არ შევსულვარ, შემიტანეს, ჩვეული ქართული უკულტურობით, ლამაზად გამოპრანჭულ-გამოკვანწული ხალხი არავის და არაფერს ერიდებოდა, არც სტუმრებს და არც აქაურებს, თითქოს ვინმე გარეთ დატოვებდა,საცოდავი დაცვა ვერ უმკლავდებოდა მოწოლილ ბრბოს.როგორც კი შევაღწიე ფოტოგრაფებისაკენ გავემართე და ამოვისუნთქე.ამჯერად გიორგი შაღაშვილის ჩვენებას ველოდით.გიორგი ყოველთვის გამოირჩევა კონცეპტუალიზმით და ეხლაც არ გაკლებია არაფერი კოლექციას.მხოლოდ ფერების მხრივ გიორგი ხშირად წუწურაქობს და მხოლოდ შავს და თეთრს იყენებს, ამ შემთხვევაშიც ასე იყო. როგორც გიორგი საუბრობს საკუთარ კოლექციაზე:” ესაა ძლიერი დამოუკიდებელი,ინტელექტუალური და თვითრეალიზებული ქალი, რომელიც მხოლოდ ყოფითი პრობლემებით არ შემოიფარგლება და რომელსაც არ სჭირდება თვითდამკვიდრება და ბრძოლა, რადგან ის ყოველთვის გამარჯვებულია.მას აქვს თავისი ადგილი საზოგადოებაში,რადგან მის აზრს და ნამოქმედარს მნიშვნელობას ანიჭებენ და ითვალისწინებენ.ეს ქალი ფიქრობს თუ როგორ შეცვალოს სამყარო კარგისაკენ, ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გარეშე, რადგან ის თავადაა ძალა, სათნოება, სილამაზე, სიკეთე და გონი”(ციტატა,TFW პრეს რელიზიდან)კოლექციის ჩვენება, ფეხმძიმე თაკო ჩხეიძემ დაასრულა,გრძელი შავი კაბით, რასაც ეწერა”you have everything, but not yourself”რამაც ეს ყველაფერი ნამდვილ შოუდ გადააქცია, თაკო ნამდვილად ლამაზი ფეხმძიმეა და ამას დამალვა რად უნდა 🙂

ამ ყველაფრის შემდეგ მე და ჩემმა Fefeმ დავტოვეთ შერატონი, გარეთ უკვე გველოდებოდა მანქანა ;)და ისეთი მშიერი ვიყავი, Fefeმ 6-ის მერე არ ვჭამო თემომაც უარი მითხრა კომპანიონობაზე, სამაგიეროდ არავინ შემეცილა M’cdonalds-ის საკვებში 🙂

(ნუ გამინაწყენდებით ფოტოების არქონაზე, უბრალოდ მინდა”კაი-კაი” ფოტოები ავარჩიო და ცოტა შევალამაზო, ძალიან ბევრი მაქვს და ერთდროულად ავტვირთა)

ახლა კი პოსტის დასაწყისში რომ გემრიელ ლუკმად მოვიტოვე:

ეს ფეხსაცმელი შემთხვევით არ ამიტვირთავს…იფიქრებთ, კი გასაგებია ეს ფეხსაცმელი რომ მოგწონს და ძალიან გინდა, გასაგებია რომ Christian Louboutin-ი შენი საყვარელი ფეხსაცმლის დიზაინერია,მაგრამ უკვე მოგვბეზრდა მასზე წუწუნი…არა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ მინდა ჩემი სიხარული გავუზიარო ყველას, ჯერ ბოლომდე ვერ აღვიქვავ, ასეა, როდესაც რაიმეზე ძალიან ოცნებობ იგი აუცილებლად სრულდება, მე კი ეს ოქროსფერი ოცნება, ოქროს დაბადების დღისათვის ამისრულდება…დიახ,საოცნებო წითელლანჩიანი, ოქროსფერი ფეხსაცმელი წარწერით” Louboutin”, “Paris ” დამამშვენებს, ისე ველი ფიქრისას სუნქვა მეკვრის…გელი,ჩემო Lou 🙂